რუსეთი

რუსული კომპანიის ინფორმაციით, 2020 წლამდე რუსი პოლიციელები სახის ამომცნობ სათვალეებს ატარებენ

CIPR

23 მაისს რუსული სახელმწიფო კონგლომერატ როსტეკში განაცხადეს, რომ 2020 წლამდე რუსეთის დიდ ქალაქებში პოლიციელებს სახის ამომცნობი სათვალეები დაურიგდებათ, რითაც დამნაშავეების ამოცნობას შეძლებენ.

"მე ვფიქრობ, რომ მომავალ წელს მნიშვნელოვანი ქალაქის ქუჩებში თქვენ პოლიციელების ნახვა შეგეძლებათ ამ უცნაური მოწყობილობებით," - აღნიშნა როსტეკის ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა.

ჩემეზოვის თქმით, სათვალეში იმ ტექნოლოგიას ჩანერგავენ, რითაც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას რუსეთში 180-ზე მეტი დამნაშავე დაიჭირეს.

სახის ამომცნობი ტექნოლოგია როსტეკის ფირმამ NTechLab-მა განავითარა. აღნიშნული ტექნოლოგიით თავდაპირველად განავითარეს აპლიკაცია FindFace, რითაც რუსეთში ანტი-კორუფციული საპროტესტო აქციების მონაწილეებს იცნობდნენ და სოციალურ ქსელში vkontakte ატვირთული სურათების საშუალებით პოულობდნენ.

22 მაისს რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი სამართალდამცავები მოსკოვში სხეულზე მიმაგრებულ როსტეკის სახის ამომცნობ კამერებს ცდიდნენ.

კომენტარები