აფეთქება

საბურთალოზე საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვაა. მათივე ცნობით, 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი კლინიკაშია გადაყვანილი. უწყების ინფორმაციით, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კომენტარები