საქართველოს პარლამენტი

კვიციანი, წილოსანი, ბესელია - ვინ არიან პარლამენტის 14-წევრიან ეთიკის საბჭოში

პარლამენტის ეთიკის საბჭო პირველ სხდომას ხვალ, 12 ივნისს გამართავს. დეპუტატ ირინა ფრუიძის თქმით, შეხვედრა საორგანიზაციო იქნება - საბჭო დაიწყებს დებულებასა და საჩივრის ფორმაზე მუშაობას.

პარლამენტის ეთიკის საბჭო შემადგენლობა:

ქართული ოცნება: ირინა ფრუიძე, ნინო წილოსანი, რუსლან გაჯიევი, კობა ლურსმანაშვილი, გენადი მარგველაშვილი, რატი იონათამიშვილი, რუსლან პოღოსიანი;

ევროპული საქართველო: ოთარ კახიძე, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი კაპანაძე;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: მამუკა ჩიქოვანი;

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: ემზარ კვიციანი

დამოუკიდებელი დეპუტატები: ეკა ბესელია და რამაზ ნიკოლაიშვილი;

პარლამენტის ეთიკის საბჭო დეპუტატთა ეთიკის კოდექსის აღსრულების მექანიზმია. მან უნდა განიხილოს საჩივრები ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს. საბჭოს ვალდებულებაა რეკომენდაციების გაცემაც.

კომენტარები