ედიტ გონსალესი

დონა ბარაბარას და მონიკას როლის შემსრულებელი მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი გარდაიცვალა

ტელესერიალების მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

მას სიმსივნის დიაგნოზი 2016 წელს დაუსვეს. 

გონსალესს რამდენიმე ათეული როლი აქვს ნათამაშები როგორც სატელევიზიო სერიალებში, ასევე ფილმებში. 

ქართველი ტელემაყურებლისთვის ის ცნობილია 2008 წელს გადაღებული ტელემუნდოს სერიალ დონა ბარბარადან და ასევე 1993 წელს გადაღებული სერიალიდან ველური გული, სადაც ის მონიკას როლს თამაშობდა. 

 

კომენტარები