შტორმი შავ ზღვაზე

შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე 4 ბალიანი შტორმია

on.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4 ბალიანი შტორმი და უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება.

უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, არ შევიდნენ ზღვაში.

"კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე.

სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები",- წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები