რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა

0 კომენტარი

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგმა შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 

  • სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეშვა აპლიკანტების საჩივარი რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ
  • ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დატოვონ ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი;
  • 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში;
  • ერთხმად გადაწყვიტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ დარღვეულა მე-6 მუხლი
  • 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ თბილისის უზენაეს სასამართლოში დარღვეულა მე-6 მუხლი არ დარღვეულა. 

რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობას სამი მუხლის დარღვევაზე ედავებოდა: 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და საკუთრების უფლება. 

სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს იმას, თუ რამდენად ნეიტრალური და ობიექტური იყო მხარეთა თანასწორობა საქართველოს სასამართლოებში, რამდენად დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსთავი 2-ის მიერ. 

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში იგულისხმება ის, რომ საქართველოში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოებში მიმდინარე დავა მიზნად ისახავდა მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, მისი საქმიანობის შეფერხებას. 

საკუთრების უფლება გულისხმობს იმას, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მესაკუთრეებს უკანონოდ წაართვეს ტელეკომპანია. ამასთან, რუსთავი 2-ს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა იდგა მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესი. 

2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, პანორამას მიაკუთვნა. 

რუსთავი 2-თან დაკავშირებით დროებითი ზომის გამოყენებაზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტო იყო. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს იყო განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები