რუსეთი

რუსეთში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე 583 ადამიანი დააკავეს [VIDEO]

27 ივლისს მოსკოვში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიან აქციაზე, რომელიც მაღალჩინოსნებმა არალეგალურად გამოაცხადეს, დღის 6:40 საათისთვის უკვე 583 ადამიანი დააკავეს.

ქალაქის მერიასთან აქცია დღის 2 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ასობით სპეცრაზმმა კორდონი გააკეთა და მომიტინგეებს მერიასთან მისვლის საშუალება არ მისცა.

მოგვიანებით მომიტინგეებმა კორდონი გაარღვიეს, რათა ქალაქის მერიასთან მისულიყვნენ, თუმცა პოლიცია მომიტინგეებს კვლავ აპატიმრებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ უბრალო გამვლელებიც კი, რომლებმაც აქციის გამართვის შესახებ არაფერი იცოდნენ, დაიჭირეს. ისინი გაჩხრიკეს და არ აუხსნეს, თუ რისთვის აკავებდნენ.

მომიტინგეები სკანდირებენ "სირცხვილია!"; "ყოველდღე!"; "რუსეთი პუტინის გარაშე!"; "ეს ჩვენი ქალაქია!"; "დაუშვი!"; "ჩვენ იარაღი არ გვაქვს." მომტინგეებმა რუსეთის ჰიმნიც იმღერეს.

აქციაზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები