რუსეთი

უკრაინელი სამხედრო ექსპერტები: რუსეთი შავ ზღვაში საზღვაო ვაჭრობის დესტაბილიზაციას ცდილობს

mil.in.ua

უკრაინის მილიტარისტული პორტალის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ 24 ივლისიდან შავი ზღვის 5 რაიონი ჩაკეტა, რომლის მთლიანი ფართობიც 118.5 კვადრატულ კილომეტრს უდრის. ეს ზღვის მთლიანი ფართობის მეოთხედზე მეტია. 

გამოცემის ცნობით, იმ რაიონებიდან, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აქვს გადაკეტილი, ჩვეულებრივი და რეკომენდებული საზღვაო გზა გადის ბულგარეთს, საქართველოს, რუმინეთისა და უკრაინის მიმართულებით. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსეთი შავ ზღვაში საზღვაო ვაჭრობის დესტაბილიზაციას ცდილობს. 

მილიტარისტული პორტალის ინფორმაციით, ეს ჩაკეტვა 19 აგვისტომდე იმოქმედებს. ამ გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზს ოფიციალური მოსკოვი არ ასახელებს. გზის ნაწილს ის "ცურვისთვის სახიფათოს" უწოდებს, ხოლო მეორე ნაწილზე კი ამბობს, რომ "სამხედრო წვრთნების ღონისძიებისთვის" აპირებს გამოყენებას. 

მილიტარისტული პორტალის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთს არ გააჩნია ისეთი სახმელეთო თუ საზღვაო ძალები, რომ დღის წესრიგში ამ ფართობის დაკეტვის აუცილებლობა დამდგარიყო. მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაციას ამ აკრძალვების კონტროლის ძალაც კი არ აქვს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა ქვეყნების გემები შემთხვევით "აკრძალულ" რაიონში არ გადავიდნენ. 

"ოკუპანტების საქციელი უნდა განვიხილოთ, როგორც მორიგი აქტი ჰიბრიდული აგრესიის ფარგლებში, ახლა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ შავიზღვისპირეთის რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართაც,"- წერენ ექსპერტები. 

კომენტარები