თბილისის მერია

შესაძლოა, მერიამ დადიანისა და თამარ მეფის ქუჩების დამაკავშირებელი გზა გაიყვანოს

თბილისის მერიის ინფორმაციით, განიხილება ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის  დამაკავშირებელი დამატებითი ერთდონიანი გზის მშენებლობის საკითხი.

ამის შესახებ დღეს კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა. მისივე ინფორმაციით, შესაბამისი კვლევები აჩვენებს, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება. 

"იცით, რომ ფრანგული კომპანია "სისტრა" გვეთანამშრომლება, რათა დედაქალაქში მოწესრიგებული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მარშრუტების მიმართულება. მათ მოგცეს პროექტის სახით დასამუშავებლად, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი განხორციელება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, დაიწყეთ მუშაობა, თუ არის შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება, რომ დადიანის ქუჩა დავაკავშიროთ თამარ მეფის გამზირთან. შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადები გადმოვა თამარ მეფის ხიდზე. ამჟამად, ცოტნე დადიანის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი არ არსებობს და ვფიქრობთ, ამ გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელობა იქნება. ალბათ ერთდონიანი პანდუსის პროექტი უნდა განხორციელდეს", - თქვა კახა კალაძემ. 

კომენტარები