აშშ

ტრამპის ადმინისტრაცია ლეგალური მიგრანტებისთვის Green Card-ის მოპოვების წესებს ამკაცრებს

0 კომენტარი
ფოტო: rambler.ru

აშშ ლეგალური მიგრანტებისთვის მწვანე ბარათის მიღების წესებს ამკაცრებს.

The New York Times-ის ინფორმაციით, ახალი ინიციატივის თანახმად, "მწვანე ბარათს" ვერ მიიღებენ ის მიგრანტები, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ. ცვლილებები შეეხება იმ პირებს, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან და ქვეყანაში ბინადრობის უფლების მოპოვებას ცდილობენ.

ტრამპის ადმინისტრაციამ, ახალი კანონი 12 აგვისტოს წარადგინა, CNN-ის ცნობით, 837 გვერდიანი დოკუმენტი ძალაში, 2019 წლის 15 ოქტომბერს შევა. ახალი კანონის თანახმად, საემიგრაციო სამსახურს უფლება აქვს ემიგრანტებს სამედიცინო დაზღვევის პროგრამა, საკვები ბარათების, უძრავი ქონების ვაუჩერებისა და სხვა სახის სოციალური დახმარების გამოყენებაზე უარი უთხრას.

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კენ კუჩინელმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ახალ კანონს Public charge rule-ს ჰქვია. მისი თქმით, ეს ცვლილება იმიგრანტებს უფრო "დამოუკიდებელს" გახდის.

"ეს კანონი დაეხმარებათ მათ. ისინი შეძლებენ მყარად იდგნენ ფეხზე და არ იქნებიან დამოკიდებული სოციალური უზრუნველყოფის სისტემაზე"- ამბობს კუჩინელი

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომაა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ლეგალური იმიგრაციის შეზღუდვის მიზნით შემოიღო. ეროვნული იმიგრაციის კანონის ცენტრი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები