რუსეთი

მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით მსვლელობა იმართება

Dozhd

მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით მსვლელობა იმართება. მსვლელობაში, დაახლოებით, 2000-მდე მოქალაქე იღებს მონაწილეობას.

ადგილზე იმყოფება სპეცრაზმიც. პოლიციელებმა პუშკინის მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდეს.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად იმართება. პოლიციამ აქციები ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. მხოლოდ 27 ივლისს აქციაზე პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დაკაავა. აქციების დაწყების მომენტიდან ამ დრომდე, სისხლის სამართლის საქმე 20 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა, 100-ზე მეტ მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ პერიოდში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი რუბლია. (75 ათასი დოლარი). 

ამ დროისთვის ამ ოპოზიციონერების უმეტესობა ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები