საქართველოს პარლამენტის სამივე შესასვლელთან სირცხვილის დერეფნები ეწყობა.
"3 სექტემბერს, ზაფხულის არდადეგების მერე, პარლამენტი იწყებს მუშაობას.
მოქალაქეებს არცერთი დღე არ დაგვისვენია ამ ზაფხულს.
მოქალაქეებმა ეს ზაფხული გავატარეთ: პარლამენტის წინ, ბიძინას ბიზნეს-ცენტრთან, საოკუპაციო ხაზთან, პროკურატურასთან, მედიასთან, სასამართლოსთან, სასამართლოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ციხეში და ქვეყნის სამსახურში.
შევახსენოთ ვისთვის და რისთვის უნდა მუშაობდნენ სინამდვილეში" - წერია აქცია "სირცხვილია"-ს ორგაიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.