რუსეთი

DW-მ რუსეთში საერთაშორისო მედიის ჩარევაზე საპარლამენტო მოსმენებში მონაწილეობა არ მიიღო

0 კომენტარი
DW ფოტო: Wikicommons

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ Deutsche Welle-მ რუსეთში საერთაშორისო მედიის პოლიტიკურ ჩარევაზე საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის მოსმენებზე რუსეთის საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევას იძიებენ.

DW-ს გენერალური მენეჯმენტის ხელმძღვანელმა იუანეს ჰოფმანმა წერილში აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებელია გერმანიის ხელისუფლებასთან და შესაბამისად, არ არსებობდა "იურიდიული მიმართვა" იმისთვის, რომ კომპანიის წარმომადგენელი კომიტეტის მოსმენებს დასწრებოდა.

გასულ თვეს სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საგარეო პოლიტიკურ ჩარევაზე საგამოძიებო კომიტეტის შექმნას. 

3 აგვისტოს მოსკოვში ჩატარებული შეუთანხმებელი საპროტესტო აქციის შემდეგ პოლიციის ოფიცრებმა უცხოელი ჟურნალისტები და ამერიკელი დიპლომატები პროტესტისკენ ყურადღების მიპყრობით რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად იმართება. პოლიციამ აქციები ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. მხოლოდ 27 ივლისს აქციაზე პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დაკაავა. აქციების დაწყების მომენტიდან ამ დრომდე, სისხლის სამართლის საქმე 20 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა, 100-ზე მეტ მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ პერიოდში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი რუბლია. (75 ათასი დოლარი). 

ამ დროისთვის ამ ოპოზიციონერების უმეტესობა ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები