მედია

რუსთავი 2-დან წამოსული თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა "მთავარმა არხმა" მაუწყებლობა დაიწყო

0 კომენტარი

9 სექტემბერს "მთავარმა არხმა" მაუწყებლობა დაიწყო.

რუსთავი 2-დან წამოსული თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა არხმა ეთერი 21:00 საათზე საინფორმაციო გამოშვებით გახსნა. საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ყოფილ წამყვანებს, დიანა ჯოჯუას და პაატა იაკობაშვილს მიჰყავთ.

რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამ სახელწოდებით ახალი ტელევიზია რეესტრში 17 აგვისტოს დაარეგისტრირა.

გვარამიამ რუსთავი ორი მას შემდეგ დატოვა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა არხის დირექტორად პაატა სალია დანიშნა. 

სალიამ 20 აგვისტოს არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციოს ხელმღვანელი და პოლიტიკური და გასართობი შოუების წამყვანები, მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. ამავე და მომდევნო დღეს რუსთავი 2 დატოვეს სხვა ძირითადმა სახეებმა და გუნდმა.

საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია არხმა 5 სექტემბერს მიიღო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები