რუსეთი

პროტესტის შემდეგ მოსკოვის სასამართლო ხელახლა განიხილავს დაკავებული მსახიობის საქმეს

TASS

პროტესტის შემდეგ 19 სექტემბერს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობამისჯილი მსახიობის პაველ უსტინოვის პატიმრობის პირობებს კიდევ ერთხელ განიხილავს.

მოსკოვის სასამართლოში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას პარასკევს პროკურორების მოთხოვნის საფუძველზე მიიღებენ. შესაძლოა, უსტინოვი პატიმრობიდან ამ კვირაში გაათავისუფლონ. 

16 სექტემბერს პაველ უსტინოვს 3 აგვისტოს მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მოსკოვის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელზე თავდასხმის ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. სამართალდამცავის თქმით, დაკავების დროს უსტინოვმა დაზიანებები მიაყენა, საავადმყოფოში მას "მარცხენა მხრის სახსრის დახურული დისლოკაცია" დაუდგინეს.

თუმცა გავრცელებულ ვიდეოში დაკავებული ჩუმადაა და არც შეურაცხმყოგელ ლოზუნგებს ყვირის.

უსტინოვის თქმით, ის აქციაში არ მონაწილეობდა და პუშკინის მოედანზე საქმიანი შეხვედრისთვის მივიდა. მისი თქმით, როდესაც დაიწყეს მისი დაკავება, მან უკან დაიხია, ამასთან, ორივე ხელი ტელეფონითა და ყურსასმენით ჰქონდა დაკავებული.

მოსამართლემ კრივორუჩკომ უარი თქვა დავაკების კადრების დამატებაზე, რადგან, პროკურატურის თქმით, ვიდეოში ყველაფერი საკმარისად გარკვევით ჩანდა. აგრეთვე, მოსამართლეს თქმით, ლაიგინის ჩვენება საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ უსტინოვი დამნაშავედ იქნას ცნობილი.

17 სექტემბერს სხვადასხვა რუსმა მსახიობმა და მომღერალმა უსტინოვის მხარდასაჭერად ონლაინ კამპანია წამოიწყო - მათ უსტინოვის მხარდასაჭერი ვიდეოები გადაიღეს, სადაც ამბობენ, რომ მისი განაჩენი უსამართლოა და უდანაშაულო ადამიანი ციხეში ყოფნას არ იმსახურებდა. ფლეშმობი მსახიობმა ალექსანდერ პალმა დაიწყო და სხვებსაც მოუწოდა შეერთებისკენ.

სოციალურ ქსელში გაჩნდა მისი მხარდასაჭერი ბანერი "მე, ჩვენ ვართ პაველ უსტინოვი". ამგვარი ბანერი პირველად ცნობილი რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად შექმნეს. 

Open Media-ს ინფორმაციით, უსტინოვის მხარდასაჭერი ვიდეოები ჯამში მსახიობების Instagram გვერდის 16 მილიონმა ადამიანმა იხილა. 

18 სექტემბერს მოსკოვში აქციაზე დაკავებული მსახიობის პაველ უსტინოვის მხარდასაჭერად მომიტინგეები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. 

ასობით ადამიანმა პაველ უსტინოვის მხარდასაჭერად მდუმარე "სოლიდარობის პიკეტი" გამართა.

კომენტარები