რუსეთი

რუსეთში სასაფლაოზე პუტინის და მედვედევის ფოტოების გაკვრის გამო 3 აქტივისტი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: 24Kanal

რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დააკავეს "Агит Россия"-ს აქტივისტი პაველ ივანკინი, რომელსაც ბრალად ქალაქის სასაფლაოზე პუტინის, მედვედევის და სხვა მაღალჩინოსნების ფოტოების გამოკვრა ედება.

მის გარდა დააკავეს კიდევ ორი აქტივისტი, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

მომხდარზე რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საფლავების ჯგუფურად წაბილწვის მუხლით, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პუტინის და მედვედევის გარდა გააკრეს დმიტრი პესკოვის, რამზან კადიროვის, ევგენი პრიგოჟინის, ვლადიმირ სოლოვიევის და სხვების შავლენტიანი ფოტოები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები