ჩინეთი

ჩინელი მაღალჩინოსნის სახლში 13.5 ტონა ოქრო, 37 მილიარდი დოლარი ქრთამი აღმოაჩინეს [VIDEO]

Daily Mail

გასულ თვეს ჩინეთში ხაინანის პროვინციაში კორუმპირებული ჩინელი კომუნისტი მაღალჩინოსნის ჭანგ ცის სახლში 641 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 13.5 ტონა ოქრო და 268 მილიარდი იუანის (37 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის, სავარაუდოდ, ქრთამი მის საბანკო ანგარიშზე აღმოაჩინეს.

ჭანგს, სავარაუდოდ, მრავალი ძვირადღირებული აგარაკებიც აქვს მიღებული.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჭანგ ცი ჩინეთის უმდიდრეს ადამიანზე, ჯეკ მაზე მდიდარი იქნებოდა. Forbes-ის მონაცემებით, ჯეკ მას ქონება 37 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. 

ჭანგი ხაინანის პროვინციის დედაქალაქის ხაიქოუს კომუნისტური პარტიის საბჭოს მდივანი და ხაინანის პროვინციის მუდმივი კომიტეტის წევრი იყო.

ქალაქ ხაიქოუში 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ჩინელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ჭანგის ძალაუფლება ქალაქის მერის ძალაუფლების ტოლფასი იყო.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის დისციპლინური ინსპექციის კომისიამ მას ორივე წოდება ჩამოართვა და მასზე გამოძიება მიმდინარეობს. 

ჭანგის სახლიდან სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეო კონტინეტურ ჩინეთში მალევე აკრძალეს. 

2012 წლიდან სი ძინპინმა ანტიკორუფციული კამპანია დაიწყო. 7 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 53 მაღალჩინოსანი ქრთამად 100 მილიონ (13 მილიონი აშშ დოლარი) იუანზე მეტს იღებდა.

მიმდინარე წელს ჭანგი მე-17 მაღალჩინოსანია, ვისზეც კორუფციის ბრალდებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები