სირია

თეთრი სახლი: აშშ მონაწილეობას არ მიიღებს სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციაში

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფოტო: Reuters

თეთრი სახლის პრესმდივანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხო ზონი შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მისივე თქმით აშშ არც მხარს უჭერს და არც მონაწილეობს თურქეთის ამ სამხედრო ოპერაციაში.

"თურქეთი მალე დაიწყებს ოპერაციას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალები მხარს არ დაუჭერენ და მონაწილეობას არ მიიღებენ ამ ოპერაციაში და აშშ-ის ძალები, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიული "ხალიფატის" დამარცხების შემდეგ ამ არეალში აღარ იქნებიან." ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამიერდიან ამ ტერიტორიაზე ბოლო 2 წლინ განმავლობაში დაკავებულ ISIS-ის ტერორისტებზე პასუხისმგებლობა თურქეთს დაეკისრება, ვინაიდან საფრნგეთმა, გერმანიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა, საიდანაც ისინი სირიაში ჩავიდნენ, მათ მიღებაზე უარი თქვეს.

მისი კომენტარი დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარს მოჰყვა, რომელშიც პრეზიდენტებმა სირიაში, ევფრატის აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონების შექმის საკითხი განიხილეს. ისინი მომავალ თვეს ვაშინგტონში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ერდოღანმა თქვა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციის ჩატარება გარდაუვალია.

თურქეთი სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას დიდი ხანია გეგმავს, რადგან მათ ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. სირიაში ქურთი მებრძოლები აშშ-ის მიერ მხარდაჭრილი სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში შედიოდნენ და აშშ-ს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ.

ნატოს მოკავშირეები სირიაში, თურქეთის საზღვართან ზონების შექმნაზე აგვისტოში შეთანხმდნენ, თუმცა თურქეთს მიაჩნია, რომ აშშ ამ მიმართულებით ძალიან ნელა მოქმედებს და არაერთხელ განაცხადა, რომ თავად განახორციელებს სამხედრო ოპერაციას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, სადაც აშშ-ის ძალების სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად არიან განთავსებული. ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ ზონის ტერიტორიის საკითხზეც. უთანხმოება თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენის შემდეგ გამწვავდა.

თურქეთი ირწმუნება, რომ უსაფრთხო ზონების შექმნა ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას ისახავს მიზნად, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები