ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სამადაშვილი ბოკერიაზე: პოლიტიკური ამნისტიის დაანონსება არაფრისმომცემია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას, განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა მოჰყვეს. 

სამადაშვილი ამბობს, რომ ის ვერ გამოუცხადებს ამნისტიას მაგალითად, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც "საკუთარ მოქალაქეებს თვალები დათხარა".

"დაანონსება იმის, რომ ამნისტია იქნება, არავინ პასუხისმგებელი არ იქნება არაფერზე, ჩემი აზრით, ეს არაფრისმომცემი არ არის და არც ბატონი ბოკერიას გადასაწყვეტი არაა, ვინ წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე,"- ამბობს სამადაშვილი მთავარ არხთან საუბრისას. 

13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. 

"მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ. 

კომენტარები