ტურიზმი

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 5,2%-ით გაიზარდა და $267 მილიონი შეადგინა

ბათუმი
georgia.travel

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოქტომბრის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

უწყების ინფორმაციით ოქტომბერში ტურისტული ნაკადის ზრდამ 7,8% შეადგინა. 8,8%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებიც. სულ ოქტომბერში საქართველოს 782, 670 მოგზაური და 483,805 ტურისტი ეწვია. 

ნაკადის ზრდის პარალელურად გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალიც. ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 267 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13 მილიონი დოლარით მეტია. 

სულ მიმდინარე წლის განმავლობაში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 25 მილიონი დოლარით აღემატება. 

სულ მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1,5 მილიარდ დოლარს უტოლდება, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის 100 მილიონი დოლარით აღემატება. 

სულ ტურიზმის წილმა ქვეყნის მშპ-ში 7,7% შეადგინა. 

კომენტარები