რუსეთი

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

0 კომენტარი

რუსული მედიის ცნობით, 83 წლის ასაკში მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი გარდაიცვალა. უცნობია რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

არსებული ინფორმაციით, ლუჟკოვი ევროპაში იმყოფებოდა. იური ლუჟკოვი მოსკოვის მმართველად ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მუშაობდა. 1990-1991 წლებში ქალაქის კომპარტიის აღმასკომის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლუჟკოვი მოსკოვის მერი გახდა.

ამ პოსტს ლუჟკოვი 18 წლის განმავლობაში 1992-2010 წლებში იკავებდა. 2010 წელს ლუჟკოვი პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 

იური ლუჟკოვის სახელს სხვადასხვა დროს მრავალმილიონიანი სკანდალები და კორუფციული სქემები უკავშირდებოდა. ლუჟკოვის პირადი ინტერესები წარმოდგენილი იყო საქართველოში. ლუჟკოვი ხშირად ჩამოდიოდა აჭარაში, მას პირადი მეგობრობა აკავშირებდა აჭარის მაშინდელ მმართველთან ასლან აბაშიძესთან. 

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში 2017 წელს იმყოფებოდა, რითიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაარღვია. როგორც მაშინ გაირკვა, მოსკოვის ყოფილი მერი მეუღლესთან ერთად, 13 ასურელი მამის მონასტერში იმყოფებოდა სტუმრად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები