კათოლიკე ეკლესია

მაშველი ჟილეტით შემოსილი ჯვარცმა - პაპი ფრანცისკე ლტოლვილებს შეხვდა

პაპი ფრანცისკე

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში საბერძნეთის კუნძულ ლესბოსიდან ჩამოსული ლიბიელი მიგრანტები მიიღო. ლტოვლილებმა ვატიკანამდე ჰუმანიტარული დერეფნის დახმარებით მიაღწიეს.

იმ უსამართლობის აღსანიშნავად, რომელსაც მიგრანტები აწყდებიან მაშინ, როცა უსაფრთხო ქვეყნებამდე მიღწევისთვის ნავებით ზღვაში იღუპებიან, პაპმა ჯვარცმა მაშველი ჟილეტით შემოსა.

"მე გადავწყვიტე, წარმოგიდგინოთ "ჯვარცმული" მაშველი ჟილეტი, რათა ყველას შევახსენო იმპერატიული ვალდებულება, გადაარჩინოს ყველა ადამიანის სიცოცხლე, იმიტომ, რომ ღმერთისთვის თითოეული მათგანი ძვირფასია. განკითხვის ჟამს ის ამას მოგვკითხავს', - წერს პაპი ფრანცისკე ტვიტერზე.

კომენტარები