ავღანეთი

ავღანეთში თალიბანის თავდასხმას ქვეყნის უშიშოების ძალების 15 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა

CNN

ავღანეთის ჩდილოეთით ბალხის პროვინციაში მთავრობის საკონტოლო პუნქტზე თალიბანის თავდასხმას ქვეყნის უშიშოების ძალების 15 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თალიბანმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო. მათი განცხადების მიხედვით დაიღუპა 20 სამხედრო, დაიჭრა 6, ხოლო 4 ტყვედ აიყვანეს.

2001 წლის შემდეგ ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის და სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2,400 ამერიკელი ჯარისკაცის.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებთან ტრამპის ვიზიტის შემდეგ თალიბანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის.

სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია.

მანამდე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას 18-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის და თალიბანის ლიდერების მიწვევას აპირებდა კემპ დევიდში 8 სექტემბერს შეთანხმების ხელმოსაწერად.

თუმცა, 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო და რომელსაც 12 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა, ტრამპმა მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების საწარმოებელი ძალა არ აქვს, თუ ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასაც ვერ ახერხებენ.

კომენტარები