თბილისის მერია

კალაძე: გვექნება მეტროსადგურების საუკეთესო, ერთერთი ულამაზესი დიზაინი

Facebook: Kakha Kaladze

თბილისის მერის კახა კალაძე შესაბამის კომპანიებს მიმართავს, მეტროს სადგურების დიზაინის შემუშავებაში ჩაერთონ. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ მერიას უკვე აქვს კონკრეტული პროექტები მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის.

"გვინდა ვთხოვოთ ყველა იმ კომპანიას, რომელიც დიზაინითააა დაკავებული, ჩაერთოს. ჩვენ მივაწვდით სრულ ინფორმაციას ამ სადგურებთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, მათი ჩართულობით და მხარდაჭერით, ჩვენ გვექნება საუკეთესო მეტროსადგურების დიზაინი და შემდეგ უკვე უშუალოდ მოხდება პროექტის განხორციელება.

გარკვეული კვლევები რაც საჭირო იყო, სანამ დიზაინამდე მივიდოდით, გაკეთებულია. მაგალითად, ვარკეთილი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ და ეს ჩვენი სირცხვილია, თუმცა, ამას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რადგან საქართველოში არ მოიძებნა კომპანია, ვინც შეძლებდა, ჩაეტარებინა სრულყოფილი კვლევა და შემდეგ დაედო დოკუმენტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემის მოგვარება, რაც ორი წლის წინ მოხდა, ჩამონგრეული ჭერი მაქვს მხედველობაში, რომ ანალოგიური არ განმეორდეს. თუმცა, ახლა გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია და შემდეგი ეტაპია ვიზაულიზაცია და დიზაინი.

მინდა გთხოვოთ, ყველა კომპანიას მივაწოდოთ არსებული დოკუმენტაცია, რომელიც გაგვაჩნია, რომ ჩვენი მეტროსადგურები იყოს ერთერთი საუკეთესო, ერთერთი ულამაზესი, რომლის განორციელებასაც ვგეგმავთ და ძალიან მალე დამთავრდება ეს სამუშაოები. თანხებიც გვაქვს და რაც შეიძლება, სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით" - თქვა კალაძემ.

კომენტარები