აშშ-საქართველო

აშშ-ის სახ.დეპ-ს საქართველოსთვის 2021 წელს 63.5 მლნ-ს გამოყოფა სურს

Shutterstock

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში საქართველოსთვის 2021 წელს 63.5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა სურს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის საბიუჯეტო მასალებიდან ირკვევა, უწყებას საქართველოსთვის შემდეგი პროგრამების ფარგლებში სურს თანხის გამოყოფა:

  • ეკონომიკური დახმარება და განვითარების თანხა - $38 500 000
  • საგარეო სამხედრო დაფინანსება - $20 000 000
  • საერთაშორისო სამხედრო განათლება და ტრეინინგი - $2 200 000
  • საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლი და კანონის გატარება -
    $1 800 000
  • გაუვრცელებლობა, ანტი-ტერორიზმი, განაღმვა და დაკავშირებული პროგრამები - $1 000 000

სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნას აშშ-ის კონგრესის თანხმობა დასჭირდება.

კომენტარები