კორონავირუსი

კორონავირუსის გამო, თბილისის საბავშვო ბაღებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა

ტაბულა

კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდა. გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღო. 

მერიის ინფორმაციით, პროფილაქტიკის მიზნით, საბავშვო ბაღებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველდღიურად ტარდება დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები. 

მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას თქმით, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები.

"ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ვართ სრულ კოორდინაციაში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ტარდება სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვის ცენტრებში", თქვა სოფიო ხუნწარიამ. 

16 მარტამდე გახანგრძლივდა არდადეგები სკოლებშიც.

ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული საქართველოში სამ ადამიანს აქვს - ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

კომენტარები