საქართველოს პარლამენტი

4 მარტს, 14:00-ზე, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება

დღეს, 4 მარტს, საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე დაიწყება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, მოხსენების შემდეგ პრეზიდენტს შეკითხვებით არ მიმართავენ. ოპოზიცია კი, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება.

კომენტარები