კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 8 მარტს ჩრდილოეთ იტალიაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს, 10 მარტს კი, კარანტინის ზონად მთელი იტალია გამოცხადდა.
რა სიტუაციაა იტალიაში - დაათვალიერეთ ფოტოები.
მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია თავშეყრის ადგილებში ყოფნა. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. მოსახლეობას სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მუშაობის ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლება.
იტალიაში კორონავირუსით 9 172 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 463 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 724 პირი.
იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.