კორონავირუსი

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება

შემოსავლების სამსახური

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეზღუდვა სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება. 

"აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები", - წერია განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. 

24 მარტამდე, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის, მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება

კომენტარები