კორონავირუსი

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

თბილისის მერია

კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა. 

"საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების!" - თბილისის მერიის ცნობით, ამ მესიჯს საქართველო აშშ-ს უგზავნის. 

მანამდე, თბილსის ანძა ესპანეთისა და იტალიის დროშის ფერებში განათდა.

კომენტარები