კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა - 79 წლის ქალი

0 კომენტარი

საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. Covid 19-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 79 წლის ქალი ემსხვერპლა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს.

"ამ პაციენტთან ანამნეზში იყო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორიული დისტრესი, შემოუყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი თერმოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაიწყო მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ შემთხვევაში აღმოჩნდა უეფექტო, მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე, დღეს დილით, 9 საათზე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალობა" - თქვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა და აღნიშნა, რომ "შემოყვანისთანავე, პაციენტის გული ფაქტობრივად არ იკუმშებოდა".

"თანდართული ანამნეზით კახექსიის, არტერიული ჰიპერტენზიის, მკვეთრი წონის დეფიციტის დროს, არამარტო Cov ინფექციამ, არამედ, ნებისმიერმა ვირუსულმა პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი პაციენტების დამძიმება და სამწუხაროდ, მაღალი ლეტალობა" - ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი.

საქართველოში კორონავირუსის 156 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 28 ადამიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები