კორონავირუსი

ლონდონში COVID-19-ით ავტობუსის 5 თანამშრომელი გარდაიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, კორონავირუსით ავტობუსის 5 თანამშრომელი გარდაიცვალა. 3 მათგანი მძღოლია, 2 კი კონტროლიორი

გაერთიანების ინფორმაციით, ისინი "გმირულ საქმეს აკეთებდნენ" - მათ სამედიცინო პერსონალი სახლიდან სამუშაო ადგილებზე გადაჰყავდათ.  

ლონდონის მერის, სადიქ ხანის თქმით, ფაქტი "აბსოლუტურად გამანადგურებელია." მისივე თქმით, ავტობუსებში უსაფრთხოების ზომები მეტად გამკაცრდება. რეგიონალური მდივანი ამბობს, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს ყველა შესაძლო ხერხით დაეხმარებიან. 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 41 903 შემთხვევაა დადასტურებული, 4 313 გარდაიცვალა, 135 კი გამოჯანმრთელდა. 

ორონავირუსის გამო, დიდ ბრიტანეთში ორ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. დაიხურა ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი ადგილები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, მაღაზიები, რომელთა მუშაობაც აუცილებელი არ არის. მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ. 

კორონავირუსი დაუდასტურდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინიტრს, ბორის ჯონსონსაც. ის თვითიზოლაციაში რჩება. ასევე, კორონავირუსით დაინფიცირდა პრინცი ჩარლზიც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები