ავტოავარია

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხდა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელიც ჩადენილია ნარკოტიკული ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. 

კომენტარები