ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 27 აპრილს თავის სამსახურს დაუბრუნდება

ბორის ჯონსონი
Independent

27 აპრილს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, სამსახურს დაუბრუნდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრის სპიკერმა განაცხადა.

ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. მაშინ ჯონსონმა თქვა, რომ მსუბუქი სიმპტომები აქვს და მთავრობის მართვას თვითიზოლაციიდან გააგრძელებდა. მოგვიანებით, 5 აპრილს ბორის ჯონსონს ვირუსის მიმდინარეობა დაუმძიმდა და ის საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. მან ერთ-კვირიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ საავადმყოფო დატოვა.

5 აპრილიდან 27 აპრილამდე პრემიერმინისტრის საქმიანობას დროებით ბრიტანეთის საგარეო მდივანი, დომინიკ რააბი, ასრულებს.

26 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსის ტესტი 640 792 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან 148 377 პირს ახალი ვირუსი დაუდასტურდა. 20 319 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები