რუსეთი

რუსეთმა ხორბლის ექსპორტი პირველ ივლისამდე აკრძალა

26 აპრილს რუსეთმა ხორბლის ექსპორტის უტარიფო კვოტა შეავსო და შეწყვიტა ხორბლის გაყიდვა საზღავარგარეთ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ექსპორტის კვოტა აპრილში დაწესდა და 7 მილიონი ტონა შეადგინა, მას შემდეგ, რაც აღნიშნული მაჩვენებლის ხორბალი გაიყიდა, რუსეთმა ხორბლის ექსპორტი პირველ ივლისამდე აკრძალა. ხორბალთან ერთად აკრძალულია სიმინდის, ჭვავისა და ქერის ექსპორტიც. შეწყდა ახალი საექსპორტო დეკლარაციების გამოშვებაც. 

როგორც რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი შეზღუდვები ხელს შეუწყობს ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასის სტაბილურობას და ქვეყნის შიდა მოთხოვნის უზრუნველყოფას. 

ექსპორტის შეზღუდვის რეკომენდაციით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარტში მას შემდეგ გამოვიდა, რაც რუსეთში Covid-19-ის ფართო გავრცელება დაიწყო, რამაც სხვადასხვა სურსათის პანიკური შესყიდვები გამოიწვია.

კომენტარები