აირზენა

ივლისში ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებებით 10 ჩარტერულ რეისს Airzena შეასრულებს

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com/photos/picturejohn64

მაშინ, როცა საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარული ფრენების აღდგენა ერთი თვით, 1 აგვისტომდე გადაავადა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებებით ჩარტერული რეისები დანიშნა. ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი შესრულებს.

ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

თბილისი-ამსტერდამი

  • 4 ივლისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 6 ივლისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 11 ივლისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 18 ივლისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 20 ივლისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 25 ივლისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 27 ივლისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

თბილისი-ვენა

  • 5 ივლისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
  • 12 ივლისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

თბილისი - თელ-ავივი

  • 2 ივლისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს ავიახაზებს ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიანიჭა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 25 ივნისს თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მისივე თქმით, მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს უკვე აცნობა, რომ საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. სააგენტომ მგზავრებს მოუწოდა, "თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით".

Euronews-მა მოიპოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს. ამ სიაში საქართველოც შედის. სამუშაო სია 25 ივნისის საღამოს გავრცელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები