ევროპული საქართველო

ბოკერია კნირშზე: ყველა თემაზე კონტროვერსიაში შესვლა, ითვლება, რომ არ არის კარგი ელჩისთვის

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას ჰკითხეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მსგავსად, ისიც ითხოვს თუ არა გერმანიის ელჩის გაწვევას ქვეყნიდან, რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ მისი პარტია ამას არ ითხოვს. 

"უბრალოდ, წუხილი გამოვთქვით, შევედით მის მდგომარეობაში, რომ თარგმანში დაკარგული იყო კიდევ ერთხელ და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კარგია, როცა დიპლომატებს მეტი გამოცდილება აქვთ ხოლმე და მას ეს არ ეყო. არაუშავს, ყველას მოსდის ხოლმე ასეთი რაღაცები". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

დეპუტატის თქმით, უბრალოდ, სასურველია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს. 

"სამოქალაქო საზოგადოებასთან კონფრონტაცია, პოლიტიკური დებატების ცენტრში აღმოჩენა, ეს არ არის ელჩების როლი, ზოგადად. ყველა თემაზე კონტროვერსიაში შესვლა, ზოგადად, ითვლება, რომ არ არის კარგი ამბავი ელჩებისთვის, ოღონდ ამას ვამბობ მის მიმართ თანაგრძნობითა და სიმპათიით". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერს ქართული ოცნების ბოდიშზეც ჰკითხეს, რომელიც პარტიამ გერმანიის ელჩს მისი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ნაცვლად მოუხადა. 

"ძალიან კეთილშობილური ნაბიჯია მათი მხრიდან. ახლა, მოდი, ქართულ საზოგადოებასაც ბოდიში მოუხადონ, მერე ასევე იზეიმონ მათი მარცხი არჩევნებში, როგორც დემოკრატიული პროცესი, იქვე მოუხადონ ქართულ საზოგადოებას ბოდიში ყველა შეცდომისთვის და ასე მშვიდობიანად, როგორც ცუდი სიზმარი, დაგვანებონ თავი". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კრინშმა თქვა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ არის და გაკვირვებულია, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა.

კრინშის საპასუხოდ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ის თარგმანში დაკარგულს ჰგავს და "მერე ბოდიშის მოხდა უწევს".

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კი 27 ივნისს გერმანიის მთავრობას მიმართა, რომ ჰუბერტ კრინში გაიწვიოს.

"ეს არის ელჩი, რომელიც ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისაგან. მივმართავ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, გაიწვიეთ ეს ელჩი, რომელიც საკუთარ ბიზნესზე მუშაობს". – თქვა ნათელაშვილმა.

მოგვიანებით, ოპოზიციის ამ განცხადებების გამო ქართულმა ოცნებამ ელჩს ბოდიში მოუხადა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები