გიორგი შაქარაშვილის საქმე

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.facebook.com/tabula.ge/videos/597546764490632/","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს 112-ში რეკავს.

"იმ ღამით, როცა ტრაგედია მოხდა, მას შემდეგ, რაც ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, იაკობ ბრეგვაძე ტოვებს შემთხვევის ადგილს, გაურბის საფრთხეს, იმალება ერთერთ შენობაში, რის შემდეგაც რეკავს 112-ში და ეუბნება ოპერატორს, რომ აქვს ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი და იძახებს პოლიციას. მაგრამ იაკობ ბრეგვაძემ ვერ დაასახელა ზუსტი ადგილი, სად იმყოფებოდა. მან ოპერატორს უთხრა, რომ იყო მცხეთა-მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაუსახელა ერთერთი გაუქმებული ობიექტის სახელწოდება.

ოპერატორი ცდილობს, დააზუსტოს მისი შეტყობინება და ავტომატურ რეჟიმში აგზავნის შეტყობინებას საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის სამორიგეოში.

ამავდროულად, პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილსამყოფელის დადგენას, გადიან სავარაუდო მიმართულებაზე და სამორიგეოდან უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს ადგილის დაზუსტების მიზნით, ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და ოპერატორი ხდება იძულებული, ხელმეორედ დაუკავშირდეს იაკობ ბრეგვაძეს და დააზუსტოს მისი ადგილმდებარეობა.

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=_SxCvX46b3k","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

მეორე ზარი განხორციელდა თავად 112-ის ოპერატორის მხრიდან, რომელიც კვლავ შეეცადა იაკობ ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას. სწორედ ამ დროს იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ ის იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არაგვის ხიდებთან. მაგრამ ამავდროულად, იაკობ ბრეგვაძემ განუმარტა ოპერატორს, რომ ჩხუბი დასრულებულია, ყველა წავიდა და გააუქმოს შეტყობინება. მიუხედავად ამისა, 112-ის ოპერატორი უსაფრთხოების მიზნით აზუსტებინებს ლოკაციას და საპატრულო პოლიცია განაგრძობს იაკობ ბრეგვაძის ძებნას.

ამის შემდგომ, ეკიპაჟი პოულობს იაკობ ბრეგვაძეს და ეკითხება – რა მოხდა. ბრეგვაძე განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას, დაპირისპირებაში მონაწილე პირები უკვე წავიდნენ, იგი თბილისის მიმართულებით მიემართება ე.წ. ავტოსტოპის საშუალებით და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სთხოვს თბილისამდე წაყვანას. ეკიპაჟი გარკვეულ კითხვებს უსვამს, რის შემდეგაც სვამენ იაკობ ბრეგვაძეს მანქანაში, მიჰყავთ თბილისში. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე იპოვა მას შემდეგ, რაც შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო.

რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს. თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას". – თქვა შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

"გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებისა და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“. –განაცხადა ბორცვაძემ.

კომენტარები