ტურიზმი

საქართველოდან რეგულარული ფრენა მხოლოდ მიუნხენის, პარიზის და რიგის აეროპორტებში შესრულდება

0 კომენტარი

საქართველოდან რეგულარული ფრენა მხოლოდ მიუნხენის, პარიზის და რიგის აეროპორტებში შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 10 ივლისის დადგენილებაში წერია. 

"გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით" - ნათქვამია გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

საქართველოს მთავრობამ ხუთ ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ჩამოსვლა კარანტინის გარეშე შეეძლებათ. თუმცა, იმავე ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

საქართველოს მთავრობა ამ ხუთი ქვეყნიდან პირდაპირ საჰაერო ფრენებს მხოლოდ სამ ქალაქში ნიშნავს - მიუნხენი (ავიაკომპანია Lufthansa - კვირაში ორჯერ), პარიზი (ავიაკომპანია Airfrance - სიხშირეზე მოლაპარაკება მიმდინარეობს) და რიგა (ავიაკომპანია Air Baltic - მთავრობას სურს, ფრენები კვირაში ერთხელ შესრულდეს, კომპანია საკითხს განიხილავს).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები