კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გია ჯოხთაბერიძის პასუხი კახა ბექაურს: თავად ახდენს ტყუილის ტირაჟირებას

0 კომენტარი

მაგთიკომის დამფუძნებელმა და უმსხვილესმა აქციონერმა, გია ჯოხთაბერიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც კახა ბექაურის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს თავად დასდო ბრალი ტყუილში.

გუშინ, 12 ივლისს, კახა ბექაურმა გია ჯოხთაბერიძის განცხადებებს ტყუილი და სიყალბე უწოდა. კერძოდ, ბექაური გამოეხმაურა ჯოხთაბერიძის ნათქვამს 10 ივლისის პარლამენტის სხდომაზე, სადაც მაგთიკომის დამფუძნებელი ამბობდა, რომ ბექაურის ქმედებების გამო ქართული ბაზარი "ორმა უმსხვილესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ დატოვა".

ბექაურმა ჯოხთაბერიძის პასუხად თქვა, რომ სავარაუდოდ, ის ორი უცხოური კომპანია, რომლებსაც ჯოხთაბერიძე გულისხმობდა, თელიასონერა და ვიონი იყო. მისი თქმით, თელიასონერა საქართველოდან 2015 წელს კორუფციული სკანდალის გამო გავიდა, ხოლო ვიონს, ბექაურის თანახმად, ჯოხთაბერიძე "აქამდე რუსულს ეძახდა, დღეს რომ „ტრანსატლანტიკური“ გახდა".

როგორც გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურის პასუხად ამბობს, ორ საერთაშორისო კომპანიაში ის მეტრომედიასა და თელიასონერას გულისხმობდა, რომლებმაც, ქართული ბაზარი, შესაბამისად, 2017 და 2018 წლებში დატოვეს. რაც შეეხება ვიონს, "გია ჯოხთაბერიძემ ბილაინთან მიმართებაში განაცხადა, რომ კომპანიას სურს საქართველოდან გასვლა, მაგრამ „მყიდველი ვერ იპოვა“. – ვკითხულობთ განცხადებაში.

გია ჯოხთაბერიძის თანახმად, "მობილურ ოპერატორებს, რომლებიც მობილური მომსახურების გასაწევად საჭირო 10-წლიან ლიცენზიებს ფლობდნენ, 2015 წელს, მოქმედი ლიცენზიების ვადის ამოწურვამდე, მოსთხოვეს ლიცენზიების საფასურის
გადახდა, რაც განხორციელდა კიდეც."

მაგთიკომის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ სწორედ ეს ნაბიჯი გახდა თელიასონერასა და მეტრომედიას საქართველოდან გასვლის მიზეზი.

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 10 ივლისის სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტის გამო ბექაურისა და მთავრობის მიმართ შენიშვნები, ჯოხთაბერიძის გარდა, სხვა ბიზნესმენებმაც გამოთქვეს. ასევე, ინიციატივა გააკრიტიკეს მედიების ხელმძღვანელებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ინიციატივა თავდაპირველად ითვალისწინებდა ცვლილებებს როგორც მაუწყებლის, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში, თუმცა, მედიის შეშფოთების შემდეგ მთავრობამ მაუწყებლის კანონის ნაწილი უკან გაიწვია. პარლამენტი მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს განიხილავს.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას მიენიჭება უფლება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში ორი წლით სპეციალური მმართველი დანიშნოს, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებამოსილება ექნება.

ინიციატივის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები