სირია

სირიაში დანაღმული მანქანა აფეთქდა, დაშავდა, სულ მცირე, 3 რუსი სამხედრო [Video]

0 კომენტარი
ფოტო: TheMoscowTimes

ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის სამხრეთით, ქალაქ არიჰასთან რუსეთის და თურქეთის სამხედრო ძალების პატრულირების ადგილას დანაღმული მანქანა აფეთქდა. დაშავდა სულ მცირე სამი რუსი სამხედრო.

გავრცელდა აფეთქების კადრებიც.

დაჭრილები სირიაში, ხმეიმიმის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. დაზიანდა ერთი რუსული და ერთი თურქული ჯავშანმანქანა.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რუსმა და თურქმა სამხედროებმა M4 მაგისტრალის, რომელიც ლატაკიას და ალეპოს აკავშირებს, სრულ სიგრძეზე ჩაატარეს პატრულირება. მათივე ინფორმაციით პატრული შეფერხდა, რადგან თურქეთის არმია გზის განაღმვით სამუშაოებს ატარებდა. უცნობია, არის თუ არა კავშირი ამ ფაქტს და მომხდარ აფეთქებას შორის.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები