ბათუმის მერია

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა

Facebook: ლაშა კომახიძე / Lasha Komakhidze

ბათუმის მერმა გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ლაშა კომახიძემ თქვა, რომ მუშაობას, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელებს. გადადგა ვიცე მერი, ჯაბა ტუღუშიც.

კომახიძემ თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდის გადაწყვეტილება გაითვალისწინა.

"მე გავითვალისწინე გუნდი შეხედულება ამის თაობაზე. ჩემს მხრიდან, ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება, ვფიქრობ, იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისათვის, მოქალაქეებისა და მნიშვნელოვანი პროექტებისათვის". - თქვა მან.

ინფორმაცია, რომ კომახიძემ თანამდებობა დატოვა, 11 ივლისსაც გავრცელდა, თუმცა, მაშინ მერიის პრესსამსახურმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

ორშაბათს, 13 ივლისს, პრესსამსახურმა თქვა, რომ კომახიძე შვებულებაშია, დღეს, 16 ივლისს კიინფორმაცია გადადგომის შესახებ დადასტურდა.

"ბათუმელების" ინფორმაციით, მერის მოვალეობას არჩილ ჩიქოვანი შეასრულებს. ამ დრომდე ის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იყო.

საარჩევნო კანონმდებლობით, თუ არჩეული მერი თანამდებობას 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე პერიოდში დატოვებს, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნები წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

კომენტარები