ბათუმის მერია

ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები

ბათუმის მერია

ბათუმში ძლიერმა ქარმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ბათუმის მერიის ცნობით, დაზიანებულია მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. 

"მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები.

საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები" - წერია ბათუმის მერიის გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობითვე, ძლიერი ქარის გამო დაზიანდა 40-ზე მეტი ხე-მცენარე. 

კომენტარები