ბათუმის მერია

ბათუმის მერი: დღეიდან თემურ ხასია ბათუმის მერიაში აღარ მუშაობს

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი, თემურ ხასია, საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაწერილი პოსტის გამო ბათუმის მერიაში აღარ მუშაობს.

"ბუნებრივია, მყისიერი კომუნიკაცია ჰქონდათ თემურ ხასიასთან, მათ შორის დეტალური განხილვა ამასთან დაკავშირებით და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან ის აღარ მუშაობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში", - თქვა ჩიქოვანმა.

გუშინ, 13 თებერვალს, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას ხასია Facebook-ის საკუთარ გვერდზე დამცინავი პოსტით გამოეხმაურა, რომელიც მალევე წაშალა.

"ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს", - წერდა ხასია.

ხასიამ მიწისძვრის შესახებ პოსტის წაშლის შემდეგ Facebook-ზე ასევე დაწერა, რომ სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს, თუმცა მალევე მის გვერდზე ეს პოსტიც აღარ იძებნებოდა.

კომენტარები