ბათუმის მერია

მედია: ბათუმის არჩეული მერი, ლაშა კომახიძე და ვიცე მერი, ჯაბა ტუღუში გადადგნენ

ბათუმელები

გაზეთ ბათუმელების ცნობით, ბათუმის არჩეული მერი, ლაშა კომახიძე და ვიცემერი, ჯაბა ტუღუში გადადგნენ.

ინფორმაცია, რომ კომახიძემ თანამდებობა დატოვა, 11 ივლისსაც გავრცელდა, თუმცა, მაშინ მერიის პრესსამსახურმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

ორშაბათს, 13 ივლისს, პრესსამსახურმა თქვა, რომ კომახიძე შვებულებაშია, დღეს, 16 ივლისს კიინფორმაცია გადადგომის შესახებ დადასტურდა.

"ბათუმელების' ინფორმაციით, მერის მოვალეობას არჩილ ჩიქოვანი შეასრულებს. ამ დრომდე ის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იყო.

საარჩევნო კანონმდებლობით, თუ არჩეული მერი თანამდებობას 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე პერიოდში დატოვებს, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნები წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

კომენტარები