ახლო აღმოსავლეთი

ირანში ყასემ სოლეიმანიზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სიკვდილით დასაჯეს

0 კომენტარი

დღეს, 20 ივლისს დილით, ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა მაჰმუდ მუსავი მადჯი, რომელსაც ბრალად აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროსთან და ისრაელის მოსადთან თანამშრომლობა ედებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Tasnim ავრცელებს.

მაჰმუდ მუსავი მადჯი

ირანის ხელისუფლების ცნობით, მადჯი, ასევე, ჯაშუშობდა ბაღდადში მოკლულ გენერალ ყასემ სოლეიმანიზე. ირანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მადჯი უცხო ქვეყნების პრესსამსახურებს პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას სოლეიმაინის გადაადგილების შესახებ. 

მადჯის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ სოლეიმანის სიკვდილამდე დაიწყო, ირანული სასამართლოს ინფორმაციით, მადჯი აშშ-სა და ისრაელის სპეცსამსახურებს აწვდიდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შესახებ, ხოლო ანაზღაურებას ამერიკულ დოლარში იღებდა.

თეირანის ოფიციალური ვერსიის თანახმად, მადჯი მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურებს აწვდიდა ინფორმაციას შეიარაღების, საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და საიდუმლო კოდების შესახებ, ხოლო მისი გამოაშკარავება სატელეფონო საუბრების მეშვეობით მოხერხდა.

თეირანში, ასევე, ამბობენ, რომ მადჯი კონტაქტის დამყარებას ცდილობდა საუდის არაბეთის დაზვერვასთანაც. ირანში აცხადებენ, რომ მადჯის სიკვდილით დასჯა არ უკავშირდება სოლეიმანის მკვლელობას, რადგან ის ჯერ კიდევ მის დაღუპვამდე დააკავეს. 

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ელიტარული ქვედანაყოფის ყუდსის მეთაური, გენერალი, ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ამერიკული დრონის ავიაიერიშის დროს მოკლეს. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები