შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუქარისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მუქარასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს.

კომენტარები