The Matrix

ლილი ვაჩოვსკი: მატრიცას ფილმები ტრანსგენდერ ადამიანად ყოფნას შეეხება

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

მატრიცას ფილმების ერთ-ერთი რეჟისორის, ლილი ვაჩოვსკის თქმით, ტრილოგია რეალურად გვაჩვენებს, როგორია იყო ტრანსგენდერი ადამიანი.

"რეალური ჩანაფიქრი ეს იყო, მაგრამ მაშინ სამყარო ამის მისაღებად მზად არ იყო." – თქვა მან.

ტრილოგიის გულშემატკივრებს დიდი ხანია სხვადასხვა თეორია აქვთ მატრიცას შინაარსთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ლილი ვაჩოვსკის მიერ დადასტურებული თეორიაც.

"მოხარული ვარ, რომ ეს გამჟღავნდა." – თქვა მან.

რეჟისორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ეს თეორია დადასტურებული არ იყო, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ფილმები მაინც მრავლისმეტყველი იყო.

"ისინი მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ, რომ ამ ფილმმა მათი ცხოვრება იხსნა. მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს ამ ადამიანებს დავეხმარო." – თქვა მან.

ტრილოგიის რეჟისორები - ლანა და ლილი ვაჩოვსკები - ტრანსგენდერი ქალები არიან. ლანა ვაჩოვსკიმ ამის შესახებ საჯაროდ 2012 წელს თქვა, ხოლო ლილი ვაჩოვსკიმ 2016 წელს.

მატრიცას ფილმები, განსაკუთრებით კი ოთხი ოსკარის მფლობელი პირველი ნაწილი, საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმების სიებში ხშირად ხვდებიან.

ამჟამად მიმდინარეობს მეოთხე ნაწილის გადაღებები, რომელსაც, სავარაუდოდ, კინოთეატრებში 2022 წელს ვიხილავთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები