ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მთავარი/კადრი ვიდეოდან

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთის მძღოლი გარდაიცვალა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები