ირმა ინაშვილი

ოქიტაშვილი ინაშვილს: ტალახს რომელსაც გესვრიან მათმა არ იციან რას ჩადიან

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატის ჩუქებას Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ უფალი მოწყალეა და ბრმებს თვალს აუხელს. 

მისივე თქმით, ამ ბრძოლაში, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება მათსა და აფხაზი დებისა და ძმების მხარესაა. 

"ჩემო ირმა!!! შენი ასეთი სახე და მეტყველება მტრის წისქვილზე ასხავს წყალს. მოთმინებით დაელოდე ღვთის მშობლის ხატის სასწაულებს. ტალახს რომელსაც გესვრიან მათმა არ იციან რას ჩადიან!!! უფალი მოწყალეა და ბრმებს თვალებს აუხელს. ერთი იცოდე ამ ბრძოლაში პოლიტიკური შეხედულებების განსხვავების მიუხედავად ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება ამ ბრძოლაში შენს და ჩვენი აფხაზი დებისა და ძმების მხარესაა.

შენ მთელ საზოგადოებას დაანახე იმ ადამიანების სახე ვისაც უხარია აფხაზეთან დიალოგი, ჩვენი დევნილების დაბრუნება და ვინ ებრძვის ამ საქმეს აქაც და იქაც. ჩვენი ხალხი ბრძენია და ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და აკვირდება. ილორის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარის განკარგულებით
ღვთისმშობლის ხატი - გლოვის ზარებით გამოაცილეს!!!

აფხაზეთში საზოგადოებაც ორად გაიხლიჩა!(როგორც აქ}
ეშმაკი ჰყოფს!!!
უფალი აერთიანებს!!!
დიდი შერიგება სულ მალე იქნება!!!
ირმა გამაგრდი და გაუძელი". - წერს ოქიტაშვილი (სტილი დაცულია).

ილორის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პრორუსულმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაიტანა და, რომელიც იქ არ მიიღეს, ისევ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. 

აფხაზეთის ე.წ ეკლესიის წარმომადგენლებმა და მრევლმა ილორის ღვთისმშობლის ხატი 5 სექტემბერს ენგურზე დატოვესპატრიოტთა ალიანსმა ხატს დღეს მხარდამჭერებთან ერთად მიაკითხა და უკან წამოიღო. 

ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთს აგვისტოს მიწურულს ეწვივნენ და აფხაზეთის არაღიარებულ ეკლესიას ილორის წმინდა ღვთისმშობლის ხატი შესწირეს. ვიზიტსაც დავალებისამებრ სწორედ რელიგიური ნიშნით ხსნიდნენ. 

აფხაზეთში რამდენიმე არაღიარებული საეკლესიო დაჯგუფება არსებობს, რომლებმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები მიითვისეს. მათ ეპისკოპოსი არ ჰყავთ. ნაწილი ავტოკეფალიის აღიარებას მოსკოვისგან მოელის, ნაწილი კი კონსტანტინოპოლისგან.

მღვდელ ბესარიონ აპლიას დაჯგუფებამ, რომლის ეკლესიამაც ნაჩუქარი ხატი დააბრუნა, რამდენიმე წლის წინ ავტოკეფალია გამოაცხადა.

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო იურისდიქციაშია.

კომენტარები